Appraise Center – უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების ცენტრია, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. კონკურენციის მიუხედავად, შეფასების ცენტრმა მოახერხა ბაზარზე თავის დამკვიდრება და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბება.
დამოუკიდებელი უძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლები მომხმარებლებს სთავაზობენ ISO/IEC საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ადგილობრივი კანონდმებლობის მოთხოვნების სრული დაცვით მომზადებულ უმაღლესი ხარისხის ქონების შეფასებას, როგორც იურიდიული, ასევე, ფიზიკური პირებისთვის( ბინის, კერძო სახლის, საოფისე და კომერციული ფართის, მიწის ნაკვეთის შეფასებას).
„ჩვენს მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს შეფასების ყველა მოთხოვნილ სტანდარტს. მომზადებული დასკვნა შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში.
ჩვენ დაგეხმარებით ქონების შეფასებაში. ასევე, გაგიწევთ კონსულტაციას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენსმიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.’’ – განაცხადა GeobusinessNews-თან საუბრის დროს კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ ახპატელმა.
შეფასების ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს.
შეფასების ცენტრის მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს შეფასების ყველა მოთხოვნილ სტანდარტს. მომზადებული დასკვა შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში.
შეფასების ცენტრი მომხმარებლებს სთვაზობს მრავალფეროვან სერვისს. ქონების შეფასება შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა დანიშნულებით. კერძოდ:
-
- ბინების ნებართვის ასაღბად
-
- ქონების ყიდვა-გაყიდვა
-
- ქონების იჯარით გადაცემა
-
- აუქციონზე გატანისა და ქონებაზე წილების განსაზღვრა, გადანაწილება
-
- საწარმოს კაპიტალში შეტანის/ ამოღების დროს
-
- ქონების გადასაფასებლად
-
- ქონების დავის შემთხვევაში
-
- ფინანსური ანგარიშებისთვის
-
- საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის
-
- დაზღვევის შემთხვევაში
-
- კრედიტის უზრუნველსაყოფად
-
- ზარალის განსაზღვრის შემთხვევაში
-
- სამართლებრივი დავის, მემკვირდეობის უფლებების განსაზღვრისას
შეფასების ცენტრი თანამშრომლობს ბევრ ცნობილ და წარმატებულ კომპანიასთან, მათ შორის არიან „ჯეოსელი’’, აჭარაჯგუფი’’, ვაკის საცურაო აუზი და ასევე მრავალი სამშენებლო კომპანია.
სტატიის ავტორი : ნანა ჩადუნელი