ბანკებიდღის სიახლეები

BOGPAY.GE – გადახდების ციფრული პლატფორმა საქართველოს ბანკისგან

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა მომხმარებელს მორიგი სიახლე შესთავაზა.

bogpay.ge – ეს არის საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, უსაფრთხოდ შეძლებს ისეთი ტრანზაქციების განხორციელებას, როგორიცაა: მობილურის ბალანსის შევსება; დაზღვევის, ინტერნეტის, ტელევიზიის, ამანათებისა და კომუნალურების გადახდა და სხვა.

ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ერთი თითის დაჭერა და გადახდა შესრულებულია. ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან. პირველად, ონლაინ, თანხის შეტანა საქართველოს ბანკის ანგარიშზე, ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი. თანხა კი მომენტალურად აისახება 24/7-ზე.

„მოხარული ვართ, მომხმარებელს განახლებული, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გადახდების ციფრული პლატფორმა შევთავაზოთ. Bogpay.ge-ზე გადახდები ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის 24/7-ზე და გადახდა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. სხვა გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, bogpay.ge-ზე საკმარისია მომხმარებელმა აირჩიოს სასურველი ტრანზაქცია და ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე, უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად განახორციელებს გადახდას. სამომავლოდ ვგეგმავთ პლატფორმას ისეთი სერვისებიც დავამატოთ, როგორიცაა სესხის დაფარვა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე  სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!