“ალდაგში”, სახლის დაზღვევის პოლისით სარგებლობისას, მომხმარებლებს მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია საჩუქრად გადაეცემათ.
ალდაგისა და მაგთის ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლის სრულ დაზღვევას შეიძენენ, მაგთის ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV-ის ერთჯერად ვაუჩერს საჩუქრად მიიღებენ, შეთავაზება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს. ეს ჩვენს პროდუქტს საკმაოდ კონკურენტულს ხდის ბაზარზე,“- აცხადებენ ალდაგში.