ეკონომიკა

ყაზახეთში ექსპორტი რეკორდულად იზრდება

0
გაზიარება

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ  6 თვეში საქართველოდან ყაზახეთში  79,208 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ (2,7-ჯერ) მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 28,719 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 17,994 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში16,289 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,323 მლნ აშშ დოლარის.

“ბინესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს ყაზახეთში.

ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები – 29,804 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან-12,006 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით – 10,290 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 8,632 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 4,252 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 2,688 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები მანგანუმის – 1,480 მლნ აშშ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 1,371 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 1,001 მლნ აშშ დოლარი
  • ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული – 896.2 ათასი აშშ დოლარი

ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი- 4,498 მლნ აშშ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 2,110 მლნ აშშ დოლარი
  • ხორბალი და მესლინი – 1,269 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1,128 მლნ აშშ დოლარი
  • საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები – 749.7 ათასი აშშ დოლარი
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი – 716.1 ათასი აშშ დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები – 570.5 ათასი აშშ დოლარი
  • ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან – 525.7 ათასი აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები – 439.6 ათასი აშშ დოლარი
  • თევზი გაყინული – 382.2 ათასი აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

ვაკეში „შინხოფერის“ ახალი მაღაზია გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ვაკეში სუპერმარკეტების ქსელ „შინხოფერის“ ახალი მაღაზია 190 კვ.მ. ფართობზე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!