PMCG-ს კვლევის მიხედვით jobs.ge-ზე წლიურად ვაკანსიების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა.
კვლევის თანახმად, 2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 36 584 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 51%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 123%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, 2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 6% შეადგინა.