ბიზნესიდღის სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში DUTY FREE-ს კომპანია ATU მოაწყობს

0
გაზიარება

ქუთაისის აეროპორტში Duty free-ს კომპანია “ეი თი იუ ჯორჯია” მოაწყობს, – კომპანიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty free) მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, 97 ბიჯით გაიმარჯვა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ბიზნეს პარტნიორი” აცხადებს.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და ეი თი იუ ჯორჯიას სტრატეგიული მიმართულებების დირექტორმა აჰმეთ ქოთეჰნემ მოაწერეს. ხელშეკრულების ვადა 7 წლით განისაზღვრა.

წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის  (Duty free) სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.

,,შპს “ეი თი იუ ჯორჯიამ’’ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმარჯვა. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოეწყობა თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც დაყოფილი იქნება ორ ნაწილად: კონცეპტუალურად  ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას დაეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი 7 წლის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110 ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში.

,,გვქონდა შესაძლებლობა, რომ კვლავ მიგვეღო აუქციონში მონაწილეობა და გაგვიმართლა, რომ გავიმარჯვეთ. მოუთმენლად ველოდებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მუშაობას. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მათთან. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან ლამაზი და თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის მაღაზია გვექნება, რომელიც UN STUDIO-სა და აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით შეიქმნა. ჩვენ ვმუშაობთ 40 ზე მეტ ადგილობრივ კომპანიასთან, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაცნობთ ადგილობრივ პროდუქციას სხვა ქვეყნებს,-‘’განაცხადა აჰმეთ ქოთეჰნემ.

ATU Duty Free დაფუძნებულია TAV Airports ისა და Gebr. Heinemann-ის მიერ და არის თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free ოპერატორი კომპანია და მგზავრებს 50, 000 ზე მეტ პროდუქტს, მსოფლიოში წამყვან ბრენდებსა და ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!