“NEWTORSO” არის ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2019 წელს კომპანია “BOLDI”-ს მიერ. ის თავის კოლექციაში აერთიანებს მამაკაცისა და ქალის ყოველდღიური კლასიკური სტილის ტანისამოსსა და ქუდებს. კომპანიას სამკერვალო სფეროში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც 1995 წლიდან იწყება საოჯახო წარმოებით და დღესდღებით აქტიურად მოღვაწებს აღნიშნული მიმართულებით.
ბრენდის მიზანია სრულად მოერგოს მომხმარებლის სურვილებს და მუდმივად განაახლოს კოლექცია მოდის უახლესი ტენდენციების მიხედვით მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
ნიუტორსოს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში – www.NEWTORSO.com, რომელიც აქტიურია გადახდის და მიწოდების სერვისით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ თბილისში, არტურ ლაისტის #4-ში და ადგილზე გაეცნონ პროდუქციის წარმოების პროცესსა და ხარისხს.
ბრენდის კოლექციები იქმნება მომხამრებლისგან მიღებული იდეების, ფოტო მასალისა და ჩანახატების მიხედვით.