ბანკებიბიზნესიდღის სიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამეგრელოში პურ-ფუნთუშეულის კომპანიები გაიხსნა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფოთში თონეების ქსელი გაიხსნა, რომელიც სამ თონეს მოიცავს. Bm.ge-სთან კომპანიის მენეჯერმა ლევან ჟვანიამ განაცხადა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 130 000 შეადგენს, ხოლო ბანკის ინვესტიცია 26 000 ლარია. მისივე თქმით, მოზიდული თანხით, სამომავლოდ მეოთხე თონეს დამატებას გეგმავენ.

„თონეები გასული წლის მაისში გაიხსნა. დასავლეთ საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ პროდუქციის სახეობების რაოდენობით პირველი თონეა. ჩვენთან ცხვება: ქართული შოთი, მეგრული ხაჭაპური, ლობიანი, კუბდარი. ახლა ვმუშაობთ საფირმო შიგთავსზე, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის“, – აღნიშნავს ლევან ჟვანია.

როგორც ის ამბობს, ბიზნესმა გაამართლა და რეალიზაცია იმაზე მეტია, ვიდრე მოელოდნენ. რაც შეეხება საქართველოს ბანკთან ურთიერთობას, კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათ სურდათ თავიანთი საბანკო ისტორიის დაწერა და მოხარულია, რომ ბანკიც გვერდით დაუდგა ამ წამოწყებაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეწარმე კიდევ 12 ობიექტის გახსნას გეგმავს, რასაც , როგორც თვითონ აღნიშნავს, მოყვება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბიზნესი ზუგდიდში გაფართოვდა. შპს „გამორჩეულმა“, რომელიც სხვადასხვა ტიპის პურ- ფუნთუშეულს აწარმოებს, საკუთარი კაპიტალი ბიზნესში 200 000 ლარის ოდენობით ჩადო, ხოლო გაფართოებისთვის ბანკის რესურსი 377 000 ლარი გამოიყენა.

როგორც bm.ge-სთან „გამორჩეულის“, დამფუძნებელი გიორგი ყოლბაია ამბობს, ამ თანხით დამატებით ღუმელი და მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც შენობა ააშენა.

“კომპანია 2019 წლიდან ფუნქციონირებს და საბაზისო წლის მეორე კვარტალი, რომ მიმდინარე წლის ანალოგიურ კვარტალს შევადაროთ, რეალიზაცია დაახლოებით 30-40%-ით არის გაზრდილი. ბანკისგან მოზიდული რესურსი ზუსტად, რომ დროული იყო. ამ რესურსით მეორე ქარხანა ავაშენეთ, რომელიც

ექსპლუატაციაში მალე შევა. ბანკისგან ამ რესურსის მოზიდვის შემდეგ, რა თქმა უნდა რეალიზაცია გაიზრდება. მაგალითად, ახლა დღეში 2 ტონა ფქვილს ვიყენებთ და ვფიქრობთ მოხმარებას 4 ტონამდე გავზრდით“- ამბობს შპს „გამორჩეულის“ დამფუძნებელი გიორგი ყოლბაია.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, როგორც ის ამბობს, ჯერ-ჯერობით საწარმოში 40-მდე ადამიანი მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,39 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით 0,57 ათასი ტონით ანუ…

McDonald’s რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებს

CBS News მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. წყაროს ცნობით, McDonald's-ის…

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ…

საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა – საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ფასის ზრდის…

ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ევროკავშირიდან 915,508 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 845,858 მლნ აშშ დოლარის. ექსპორტი- 2024 წელს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!