მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. ფასები მცირდება როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე.
თბილისის დროით 09:50 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 92,94 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი და ამ დროისთვის 87,18 დოლარს შეადგენს ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი ასეთი დაბალი ბოლოს 2022 წლის თებერვალში იყო.