ბიზნესიდღის სიახლეებივაჭრობის სფერომარკეტინგი და გაყიდვებირეგიონები

„ბაღების 80% გაჩეხეს ან მიატოვეს“ – რატომ გაძვირდა წელს ჟოლო და მაყვალი

0
გაზიარება

წელს, გასულ წელთან შედარებით, ჟოლო და მაყვალი 40- 50%-მდე გაძვირდა. როგორც კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი პროდუქტის სიმცირეა. უფრო კონკრეტულად, იზოლდა ქიტესაშვილის ინფორმაციით, მაყვლისა და ჟოლოს წარმოება გამოუცდელმა ფერებმა დაიწყეს, უხარისხო მოსავალი მიიღეს, რის გამოც რეალიზაცია ვერ მოახდინეს. შედეგად, როგორც კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ბაღების 80% გაიჩეხა ან მიტოვებულია.

ცნობისთვის, წელს, მაყვლის საშუალო საბითუმო ფასი ერთ კილოგრამზე 1,40 დოლარია, რაც 50%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის ღირებულებასთან შედარებით. რაც შეეხება ჟოლოს, მისი ფასი კილოგრამზე 3,60 დოლარს შეადგენს, რაც 40%-ით აღემატება შარშანდელ ფასს.

„ფასის ზრდის მიზეზია რაოდენობის შემცირება. მოვლა გაუჭირდა ხალხს, ვერ მიიღეს ხარისხიანი მოსავალი, შესაბამისად, რეალიზაცია ვერ მოახდინეს. ეგონათ, რომ ძალიან მარტივი იყო ჟოლოს და მაყვლის მოვლა, რომ მხოლოდ უნდა დაეკრიფათ და ფულადი სარგებელი მიეღოთ. მაგრამ ბევრ სირთულეს წააწყდნენ. ფაქტობრივად, ჟოლო და მაყვალი გააშენა ისეთმა ხალხმა, რომელმაც მიწა რა იყო, არ იცოდა… არ იცოდნენ, რომ ეს დიდ მოვლასთან იყო დაკავშირებული. ეგონათ, მუშა ხელს, აგრონომს, ან მომვლელს დაიქირავებდნენ და ისინი მოუვლიდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.

შედეგად, ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად ბაღების 80% გაჩეხეს ან მიატოვეს“,- განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!