ბიზნესიდღის სიახლეებიკვებაქართული წარმოება

კომპანია ზედაზენის პორტფელს, კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი, – Dilmah- ის ცივი ჩაი შეემატა

0
გაზიარება

„დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით.

მსოფლიოში, საუკეთესო ჩაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების ინდუსტრიაში Dilmah-ს გამოჩენა ახალი დღის წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი“ – ესაა Dilmah-ს შეუვალი განაცხადი.

„კომპანია ზედაზენი უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის შექმნის და განვითარების. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ.

„Dilmah Tea“ – ისთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის, მოთხოვნადი პროდუქტი. მეორეს მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები, უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.

„Dilmah Tea“ გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან, სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება, სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

„დილმას“ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოებსა და არომატებს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ჩაის გემოს მოყვარულთათვის.“ – განაცხადა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის – ზედაზენის დირექტორმა ახაბერ კოტრიკაძემ.

“ზედაზენის მრავალწლიანმა სამეწარმეო გამოცდილებამ და სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, განაპირობა ურთიერთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის ტრადიციული ღირებულებები და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი, საინტერესოდ და ქვეყნებისთვის სასარგებლოდ წარიმართება. მზა ცივი ჩაის შემოტანით “Dilmah-ის საოჯახო მემკვიდრეობაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრენდზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაის, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად“. – განმარტა Dilmah Ceylon Tea Company“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა როშან ტისაარაჰმა.

ცნობისათვის, მომხმარებელი დღეიდან დახლებზე, Dilmah’s Ready-to-Drink სერიის სამი სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს

ცივი ჩაი ატმის არომატით და გემოთი
ცივი ჩაი ტროპიკული ხილის არომატით და გემოთი
ცივი ჩაი ალოე ვერეს გემოთი

 

მსგავსი სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!