ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაკვებასპორტი

„ფიტ ლაინ სპორტმა“ ჯანსაღი კვების კაფე გახსნა

0
გაზიარება

სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფიტნეს ცენტრმა „ფიტ ლაინ სპორტმა“ კაფე გახსნა. ობიექტი მომხმარებელს ჯანსაღ მზა კვებას, პროტეინებს, შეიკებსა და სმუზებს სთავაზობს.

როგორც „ფიტ ლაინ სპორტის“ მენეჯერი გიორგი შველიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, კაფეს მთავარი კონცეფცია სრულად ჯანსაღი კვებაა და ობიექტი გაყინულ პროდუქციას არ იყენებს.

„სულ რამდენიმე თვეა, რაც კაფე გავხსენით. ობიექტი ჯანსაღ კვებაზეა გათვლილი და ჩვენი მომხმარებლის სურვილებთან სრულიად თანხვედრაშია. მენიუ ჯანსაღ მზა კვებას, პროტეინებს, შეიკებს, სმუზებს აერთიანებს. კაფე ჩვენი ფიტნეს ცენტრის მომხმარებლის გარდა, ნებისმიერ ადამიანს მასპინძლობს“ – აღნიშნავს გიორგი შველიძე.

„ფიტ ლაინ სპორტის“ კაფე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა, კერძოდ, პროექტის ჯამური ღირებულებიდან, რომელიც 1 009 000 ლარს შეადგენს, ბანკის მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა 80% შეადგინა.

გარდა კაფესა, „ფიტ ლაინ სპორტის“ მენეჯერის თქმით, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია სოლარიუმისა და ესთეტიკური ოთახის განახლებას, კეთილმოწყობას, დარბაზის სარემონტო სამუშაოებს, ტრენაჟორების შეძენას მოხმარდა.

„ეს ორ სართულიანი კომპლექსია, პირველი სართული კი საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ბანკთან თანამშრომლობით პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო სამზარეულო, განახლდა სოლარიუმის ოთახი, დარბაზი, ტრენაჟორები, შემოსასვლელი სივრცეები და ადმინისტრაციის განყოფილება, კაფე და ტერასა“ – განმარტავს ის.

ინფორმაციისთვის: „ფიტ ლაინ სპორტი“ დაახლოებით 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ობიექტი სავარჯიშო დარბაზს, სოლარიუმს, ესთეტიკური მომსახურების სივრცეს და კაფეს აერთიანებს. ფიტნეს ცენტრს ამ დროისთვის 300-400-მდე თანამშრომელი ჰყავს. დარბაზი კი 30-მდე ტრენაჟორს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!