„იკორთა“ – ფოლკლორული სტუდიაა, რომელიც 2014 წელს ქალაქ რუსთავში დაარსდა. ანსამბლი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული სამოსისა და საცეკვაო ილეთების აღდგენა-განვითარების შენარჩუნებას.
საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის მიერ განხორციელდა მასტერკლასები აჭარულის, სვანურისა და აფხაზურის ავთენტური ილეთების შესწავლაში.
სტუდია „იკორთამ“ ასევე აღადგინა ქართული ტრადიციული სამოსი, კერძოდ: რაჭული კაფთარა (შესამოსელი) – ძველ თარგებზე სასცენო საცეკვაო რაჭული ცეკვისთვის და გამოყენებული იქნა სცენაზე, შექმნა საკუთარი კოსტუმებიც, აქტიურად შეუდგა საერო, სასულიერო ღონისძიებებსა და სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობებში მონაწილეობის მიღებას.
პირველ წარმატებას 2018 წელს ანსამბლ-სტუდიამ ბულგარეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიაღწია, როდესაც ლაურეატის წოდება მიენიჭა, შემდეგ წელს კი საბერძნეთში, ჰალკიდეკის მერის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მონაწილეობდა. ამის გარდა, მიღებული აქვს უამრავი დიპლომი, თასი და მადლობის სიგელი. დღემდე სამოცდაათამდე ფესტივალსა და კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოსა და ფარგლებს გარეთ.
„იკორთა“ დღესდღეობით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს ამზადებს, რომელიც იყოფა 6-დან 10 წლამდე, 10 წლიდან 14 წლამდე და 14 წლიდან 18 წლამდე. არის ასევე მოყვარულთა ჯგუფიც, სადაც მოხვედრა ყველას შეუძლია და ასაკიც შეუზღუდავია.
სტუდიას განსაკუთრებული თვისებაც ახლავს: დაარსების დღიდან მოყოლებული სოციალური პროექტი, სადაც მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ხუთი წლის განმავლობაში პროგრამა უსასყიდლოდ შეისწავლონ.
ანსამბლ-სტუდია „იკორთა“ აგრძელებს ჯგუფების შევსებას და ახალწვეულებს კონცერტებს, საერთაშორისო ფესტივალებზე დასწრებას, მოგზაურობას, კოსტუმების შეკერვასა და ქართული ქორეოგრაფიის შეყვარებასა და ათვისებაში დაეხმარება.