დღის სიახლეებისტარტაპები

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადი 30 ქვეყნიდან შემოვიდა

0
გაზიარება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Global რეგიონის მასშტაბით აგრამის ახალ ტალღას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა. აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია. 500 Global-ში მონაწილეობის მისაღებად 30 ქვეყნიდან 239 განაცხადი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ 500 Global-ის მთავარი მიზანი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამა რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.

საქართველოს ბანკის, 500 Global-ისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის 4 წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება ერთი თვის წინ გაფორმდა. პროგრამა სტარტაპების საქართველოში გადამზადებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქართველ და რეგიონში მოღვაწე სტარტაპერებს განვითარებისა და მასშტაბირებისათვის დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ.

გამარჯვებულები განაცხადების გადარჩევის შედეგად გამოვლინდებიან. პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და ის მოიცავს როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკურ ინტერვიუებს სტარტაპებთან. ინტენსიური გადამზადების კურსში მხოლოდ 15 სტარტაპი მოხვდება, რომლებიც მსოფლიო დონის მენტორებთან აქსელერაციის პროცესს გაივლიან. შემდეგ კი სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, სადაც ისინი შეძლებენ შეხვდნენ ინვესტორებს და მოიზიდონ გლობალური ინვესტიციები.

„მოხარული ვართ, რომ აქსელერაციის პროგრამის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოსისტემისთვის. 500Georgia – ეს არის პროგრამა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ყველა სტარტაპს, მსოფლიოს წამყვან მენტორებთან ერთად განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იდეები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი შეძლებენ გლობალური ბაზრის ათვისებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, მძლავრი გლობალური ვენჩერული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლების პერიოდში 500Georgia-მ საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა, 30-მდე ქართულ და საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის ჩაატარა. ოთხი მათგანი – CARDEAL, Cargon, Payze და Agrolabs – პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად სილიკონის ველზე გაემგზავრა. ამან კი სტარტაპებს ახალი კონტაქტების დამყარებისა და პოტენციურ ინვესტორებთან კომუნიკაციის უნიკალური შესაძლებლობა მისცა. 500Georgia-მ ასევე შეუწყო ხელი ადგილობრივი სტარტაპების განვითარებასა და უცხოურ ბაზარზე გასვლას. პროგრამის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი გაფართოვდა და ფუნქციონირება დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში.

მსგავსი სიახლეები

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხდება

თურქეთი თურქმენულ გაზს საქართველოს გავლით მიიღებს - მხარეები უკვე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა ხელშეკრულება აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ…

საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა

2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა - საქსტატი 2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის…

აპრილში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,39 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,82 ათასი ტონა) შედარებით 0,57 ათასი ტონით ანუ…

McDonald’s რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებს

CBS News მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. წყაროს ცნობით, McDonald's-ის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!