აშშ-ში, ვირჯინიაში, კაცმა $3 მილიონი მოიგო. ამ ამბავში, შესაძლოა, უცნაური არაფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება – მის ოჯახში ლატარიით გამდიდრებული კიდევ ერთი წევრია – 2019 წელს, მისი ძმაც ჯეკპოტის, $1 მილიონის მფლობელი გახდა.
„ვერ ვიჯერებდი. ვამბობდი: არა, ეს შეუძლებელია, ვერ მოხდებოდა“, – ამბობს გამარჯვებული დენი მადი.
მისივე თქმით, ჯერ არ გადაუწყვეტია, რაში გამოიყენებს თანხას.