ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-ივლისის მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 60%-ით აღდგა.
მსოფლიოს ტურიზმის ბარომენტრის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით თითქმის გასამმაგდა. ამ პერიოდში ტურიზმის აღდგენა პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდას და მგზავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიოს 89 ქვეყანას კორონა ვირუსთან დაკავშირებული არანაირი შეზღუდვა არ აქვს.
იანვარ-ივლისში დაახლოებით 474 მლნ ტურისტმა იმოგზაურა, ეს მაჩვენებელი გასულ წელს 175 მლნ იყო. ივნის-ივლისში ჯამში დაახლოებით 207 მლნ საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე ორჯერ მეტია.