თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით თბილისობის დღესასწაული ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება. მისი თქმით, „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში და ლეღვთახევში, ასევე, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედანზე აღინიშნება, გალაკონცერტი კი ევროპის მოედანზე პირველ ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.
„გელოდებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“. რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოებას, ღონისძიება გაიმართება 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. „თბილისობის“ სრული პროგრამა განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.