კერლი ბლექბერნმა CV ტორტზე დაბეჭდა და Nike-ის მთავარ ოფისში გააგზავნა, შემდეგ კი მოგვიანებით ტორტის ფოტო LinkedIn-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, Nike-ში მუშაობის დაწყება დიდი ხანია სურს. მან ასევე დასძინა, რომ CV-ის ტორტის სახით გაგზავნა მეგობრის იდეა იყო.
ბლექბერნმა წინასწარ იცოდა, რომ Nike-ში დიდი წვეულება იმართებოდა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსი, კოლინ კეპერნიკი და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. ამიტომ, ყურადღების მისაქცევად ბლექბერნმა ტორტის გაგზავნა გადაწყვიტა და მიზანს მიაღწია კიდეც.
იდეის განხორციელებაში კერლის მიტანის სერვისის კურიერი დაეხმარა, რომელსაც ჩანაფიქრი ძალიან მოეწონა და ტორტი დანიშნულების ადგილზე შესაფერის დროს მიიტანა. კერლის მცდელობამ კი შედეგი გამოიღო და მას Nike-ის წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა. როგორც კერლის პოსტიდან ვიგებთ, მას სხვა კომპანიების წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ და შემდეგ კვირაში რამდენიმე გასაუბრებაზე დაიბარეს.