“Meta ახალ ფუნქციებზე მუშაობას იწყებს, რადგან მომხმარებლებს მისი პროდუქტების — Facebook-ისა და Instagram-ის — ანგარიშებს შორის გადასვლა გაუმარტივდეთ.
ახლა მომხმარებლებს მარტივად შეეძლებათ მეტას გაერთიანებული პროფილის ჰაბიდან ორი ანგარიშის ერთმანეთთან დაკავშირება და პროფილის მენიუდან ერთი აპიდან მეორეზე გადასვლა.
ეს ფუნქცია ჯერ ცდებს გადის, თუმცა ის უკვე iOS, Android და Web მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. კომპანიას სურს, რომ ადამიანები ხშირად იყენებდნენ გაერთიანებული ანგარიშების ფუნქციას. ამ მიზნით ის ერთსა და იმავე აპზე რამდენიმე ანგარიშის გახსნასაც ამარტივებს.
კომპანია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ანგარიშის გახსნას, რადგან მისთვის პრიორიტეტი ავთენტური იდენტობა იყო. ახლა ყველაფერთან ერთად მისი ეს მიდგომაც შეიცვალა.