კომპანია Apple 5 ოქტომბრიდან ჩილეში, ეგვიპტეში, იაპონიაში, მალაიზიაში, პაკისტანში, პოლონეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და შვედეთში აპლიკაციებს გააძვირებს. Apple ამ გადაწყვეტილების შესახებ ზედმეტ კომენტარს არ აკეთებს. წარმომადგენლებმა მხოლოდ ვიეტნამზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში აპლიკაციების გაძვირების მიზეზი ახალი საგადასახადო კანონის ბრალია.
ასევე კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ში iPhone-ის ახალ მოდელებზე ფასებს გაყინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში აღნიშნული სმარტფონები გაძვირდება.