დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

მიგრანტების შემოსვლა საქართველოსთვის ერთგვარი შოკია, რაც ინფლაციაზე წნეხს გაზრდის – ADB

0
გაზიარება

მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის – იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე“,- ამის შესახებ ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დირექტორმა, ლიაზიზა საბიროვამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 55-ე წლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

ლიაზიზა საბიროვას თანახმად, საქართველოს მსგავსი პატარა ეკონომიკისთვის მიგრანტების შემოდინება წნეხს ზრდის საერთო მოთხოვნაზე, იწვევს ფასების ზრდას საკვებზე, სერვისებზე თუ ქირაზე, ეს კი სტუდენტებსაც ახალ გამოწვევებს უჩენს თბილისში.

„საქართველოს მოსახლეობა არ არის მრავალრიცხოვანი, ეს პატარა ღია ეკონომიკაა და სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შოკს ქვეყანაზე დიდი გავლენა აქვს. იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც ახლა ქვეყანაში შემოდის, სადღაც უნდა იცხოვროს, უნდა იყიდოს საკვები, რაც, რა თქმა უნდა, წნეხს ზრდის საერთო მოთხოვნაზე. მაკროეკონომიკური ტერმინებით, მიგრანტების შემოდინება ერთგვარი შოკი იქნება საერთო მოთხოვნისთვის – იქნება მაღალი ზეწოლა ინფლაციაზე, საკვების ფასებზე და სერვისებზე, მათ უნდა იქირაონ საცხოვრებლები და მე უკვე შევიტყვე, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, სტუდენტები საქართველოში გამოწვევების წინაშე არიან თბილისში გაზრდილი ქირის ფასების გამო.თუმცა ინფლაცია არ არის ერთჯერადი ზრდა ფასებისა, ეს არის განგრძობადი, მუდმივი მატება. მართალია, ჯერ ბევრი გაურკვევლობაა, თუმცა ჩვენ საქართველოში ინფლაციის 2022 წლის პროგნოზი მკვეთრად, 7%-დან 11%-მდე გავზარდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყანაა და ფასები ნავთობზე, გაზზე და სხვა ენერგოპროდუქტებზე ჯერ ისევ მაღალია“, – განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ.

აზიის განვითარების ბანკმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა კავკასიის რეგიონისთვის განახლებული პროგნოზები, რომელთა თანახმადაც, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ინფლაციას, ADB 2022-ში სამომხმარებლო ფასების 11%-იან ზრდას ვარაუდობს წლიურ ჭრილში, 2023-ში კი, ბანკის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი 5%-მდე უნდა შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!