Ned Davis Research-ის ალბათობის მოდელში ნათქვამია, რომ მაღალი ინფლაციის, განაკვეთების მკვეთრი ზრდისა და უკრაინის ომის გამო გლობალური რეცესიის შანსი 98.1%-ს შეადგენს.
ბოლოს რეცესიის ასეთი მაღალი ალბათობა 2020 წელს, მძიმე ეკონომიკური ვარდნის დროს, მანამდე კი 2008 და 2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა.
მოხსენების თანახმად, World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მიერ გამოკითხული ათი ეკონომისტიდან შვიდი მიიჩნევს, რომ გლობალური რეცესია გარკვეულწილად სავარაუდოა. ეკონომისტებმა შეცვალეს ზრდის პროგნოზები და მოელიან, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში და მომავალ წელს ინფლაციაზე გასწორებული ხელფასები შემცირდება.
ასევე შესაძლებელია, რომ აშშ-ში ბოლო 40 წლის ყველაზე ძლიერი ინფლაცია უახლოეს თვეებში შენელდეს, რადგან მიწოდება მოთხოვნილების დონეს მიაღწევს. Ned Davis Research-ის ცნობით, ეკონომიკური ვარდნის რისკების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის რეცესიის ალბათობის მოდელი მინიმალურ დონეზეა.