განათლებატრენინგ ცენტრები

Academo.ge – სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სფეროში

0
გაზიარება

Academo.ge – ეს არის პირველი ქართული ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა თუ გამოცდილებისა, აძლევს შესაძლებლობას, ჩაწერილი კურსების ფორმატით შეისწავლოს მისთვის სასურველი პროფესია.

ონლაინ კურსების ეს ფორმატი წლებია, წარმატებით მუშაობს უცხოურ ბაზარზე და დღეიდან უკვე საქართველოშიც იწყებს ფუნქციონირებას. პლატფორმის მთავარი მესიჯი გახლავთ ის, რომ განათლება მარტივია!

მოდელი მართლაც ძალიან მარტივია: მომხმარებელი, ანუ სტუდენტი გადის ერთსაფეხურიან რეგისტრაციას პლატფორმაზე, ირჩევს მისთვის საჭირო კურსს და შეძენის შემდეგ აქვს უვადო წვდომა ამ კურსის რესურსებზე, მათ შორის ვიდეოებზე, მიბმულ ფაილებსა თუ ლექტორთან კომუნიკაციის ჩანაწერებზე. მთელი კომფორტიც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, სასურველ დროს, სასურველ გარემოში და სასურველი მოწყობილობით გაიაროს კურსი და მომავალშიც ჰქონდეს მასზე წვდომა, რათა მარტივად აღიდგინოს ლექტორის მიერ გაზიარებული ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პლატფორმის არსებობისას ჩნდება გარკვეული კითხვები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სტუდენტსა და ლექტორს შორის, ან სტუდენტსა და კომპანიას შორის პირდაპირი კომუნიკაცია ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი. ვეცდებით, რამდენიმე კონკრეტული კითხვის დახმარებით, უფრო ნათელი გავხადოთ ის ბუნდოვანი საკითხები, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

  1. რა ტიპის კურსები განთავსდება პლატფორმაზე?

დღეისათვის პლატფორმაზე გამოქვეყნებულია 10 და ჩაწერის პროცესშია 40-მდე კურსი, რასაც ასევე გამჭვირვალედ ხედავს ყველა მომხმარებელი. რაც შეეხება კატეგორიებს, Academo.ge-ზე შესაძლებელია, ისწავლოთ ნებისმიერი ის პროფესია, რომელიც ციფრულ მარკეტინგთან არის დაკავშირებული და არა მხოლოდ. ციფრული მარკეტინგის მიმართულებების (სოციალური მედია, გრაფიკული დიზაინი, ინფლუენსერ მარკეტინგი, და ა.შ.) გარდა, პლატფორმაზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება უცხო ენების და Microsoft Office – ის პროგრამების სასერტიფიკატო კურსები, ხოლო ასევე ძალიან ახლო მომავალში უკვე ყველა ის კატეგორია, რომელიც შეგიძლიათ პროფესიად აქციოთ, იქნება ეს კულინარია, ფოტოგრაფია, კერვა თუ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.

  1. რამდენად ხელმისაწვდომია ონლაინ კურსების ფასი?

განსხვავებით ფიზიკური თუ ტრადიციული ონლაინ კურსებისა, რა დროსაც კონკრეტულ ჯგუფთან ერთად პირდაპირ ონლაინ რეჟიმში იღებთ ლექტორისგან ცოდნას, Academo.ge-ზე განთავსებული კურსების ფასები ძალიან ხელმისაწვდომია. აქ შეგხვდებათ კურსები, რომელთა შეძენაც 50, 100, 150 ლარად იქნება შესაძლებელი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა უპირველესი ფაქტორია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ აითვისონ ახალი საქმიანობა, მიიღონ ცოდნა ახალი მიმართულებით და ამისათვის არ დახარჯონ ზედმეტი დრო და ფინანსები, რათა მათ მიერ კარიერულ სამყაროში გადადგმული „კურსის გავლის ეტაპი“ ნაკლებად სარისკო და მოქნილი იყოს.

  1. ვინ არიან ლექტორები?

ამ ეტაპზე პლატფორმას უკვე ჰყავს 50+ ლექტორი. ესენი არიან თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებიც თავიანთი სფეროებიდან უზიარებენ ცოდნას სტუდენტებს. ყველაზე საინტერესო ნაწილი ლექტორების მხარეს ის არის, რომ აქ შეგხვდებათ როგორც ძალიან ახალგაზრდა, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებით ონლაინ საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაზიარება არა მხოლოდ კონკრეტული, შეზღუდული რაოდენობით ლექტორებისგან, არამედ ადამიანებისგან, რომლებიც თავიანთ საქმეს წარმატებით ართმევენ თავს. სწორედ ამიტომ, პლატფორმაზე დროდადრო სულ უფრო მეტი პრაქტიკოსი ლექტორის ხილვას შეძლებთ, რომლებიც სიამოვნებით გააზიარებენ თავიანთ ცოდნასა და წარმატების მაგალითებს, რათა დაეხმარონ სტუდენტებს თამამი ნაბიჯების გადადგმაში.

  1. როგორ იქცევა სტუდენტი, როცა კურსში რაიმეს ვერ იგებს, ან დამატებით კითხვა უჩნდება?

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო მომხმარებლებსა და კურსის ავტორებს, ანუ ლექტორებს შორის კომუნიკაცია. ამისათვის Academo.ge-ს პლატფორმას აქვს ყველა კურსისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი კითხვა-პასუხის ფანჯარა, სადაც ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დასვას მისთვის სასურველი შეკითხვა და მიიღოს პასუხი თავად ლექტორისგან.

  1. შეუძლია თუ არა სტუდენტს, მიიღოს სერტიფიკატი კურსის გავლის შემთხვევაში?

ყველა სტუდენტს, რომელიც მის მიერ შერჩეული კურსის ლექციების 90%-ს უყურებს და წარმატებით ჩააბარებს ამ კურსისთვის განკუთვნის ონლაინ ტესტს, საშუალება აქვს, მიიღოს უნიკალური სერტიფიკატი კურსის გავლის დადასტურების შესახებ. უფრო მეტიც, პლატფორმის გაშვებიდან უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის კონკრეტულ კურსებზე კონკრეტული დასაქმების პერსპექტივაც გაჩნდება. ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს ბენეფიტიც ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი.

როგორც მოგეხსენებათ, Digitalnews.ge – ის შექმნის თავდაპირველი იდეა ციფრული მარკეტინგის სამყაროში ცნობიერების ამაღლება და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის გაზიარება იყო როგორც დამწყები, ასევე უკვე შემდგარი პროფესიონალებისთვის. საქართველოში აქამდე არ არსებობდა ონლაინ სივრცე, სადაც მომხმარებლები მუდმივად განახლებულ რეჟიმში შეძლებდნენ ყველა იმ დეტალისა თუ სიახლის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიღებას, რომელიც მათ ონლაინ საქმიანობაში დაეხმარებოდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, Digitalnews.ge – მ შექმნა სრულიად ახალი დამოუკიდებელი პლატფორმა Academo, რომელიც დღეიდან ბევრი წლის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ და გააზიარონ ცოდნა დღეისათვის ყველაზე მარტივი ფორმით.

ასე რომ, შემოუერთდით Academo.ge – ს, რადგან განათლება მარტივია!

მსგავსი სიახლეები

მოიპოვე გერმანული უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში – შტაინბაისის სამაგისტრო პროგრამა ალტერბრიჯში

პროგრამის აღწერა: ალტერბრიჯში იწყება მიღება საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე: “The Master of Arts In General Management”. პროგრამის უმთავრესი მიზანია, სტუდენტებმა (ამ შემთხვევაში თქვენ მიერ შერჩეულმა თანამშრომლებმა)…

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა

სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia - ისა და SuccessCard.ge -ს  მომხმარებლებისთვის MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი   წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ…

კერძო სკოლა თამარიონი – ბრენდად ქცეული ისტორია და ხარისხი

სკოლა „თამარიონი“ 25 წლის ისტორიის მანძილზე გორში განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის, რომელიც სრულად არის თავისუფალი რუტინული, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი გაკვეთილებისგან. „თამარიონის“ შიდასასკოლო ცხოვრება…

სტუდენტებს, რაც მეტი დასაქმების ფანჯარა და შესაძლებლობა ექნებათ, მით უკეთესი – ნატო ქათამაძე

SGBA - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე Success card - ის, როგორც HR პროდუქტის…

სოფიო ცაავა საქართველოში ესთეტიკური მედიცინის ევროპულ ცენტრს ირჩევს

წარმატებული ქართველი ბლოგერი, რომლის პუპულარობაც შტატების ფარგლებსაც კი გასცდა, მარტვილელი სოფია ცაავაა. მოდის სამყარო, საინტერესო სამოსი თუ აქსესუარები, ფოტო სესიები, ათასობით მომლოდინე გამომწერები და თანამედროვე ტენდენციები…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!