საერთოდ დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენს ქსელებში პროდუქციის განთავსება – ქსელური სუპერმარკეტების (რითეილერები) ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ქაშაკაშვილი.
სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ევროდირექტივა, მხოლოდ ადგილობრივ სოფლის მეურნეობის წარმოების პროდუქციას ეხება.
„კანონპროექტი, რომლის შესახებაც პრემიერმა ისაუბრა დამუშავების პროცესშია. ეს მუშავდება ევრო დირექტივის საფუძველზე. კონკრეტულად, სათაურშივე წერია, რომ ემსახურება ფერმერების და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას და დაცვას. ამას ჩვენი სექტორი მიესალმება და განმარტავს, რომ ევროდირექტივა მხოლოდ კეთილ მიზნებს ემსახურება, რითეილ სექტორის მიზნებში კი, ნამდვილად შედის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და ჩვენ არაერთი კამპანია წამოვიწყეთ გასულ წელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.
საერთოდ დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მეწარმეებს ჩვენს ქსელებში პროდუქციის განთავსება. არ ვიცი, როგორ მოახდენს კანონის ფორმირებას ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ევროდირექტივა ზემოთ აღნიშნულ ასპექტებს ეხება. დანარჩენი კი, საჯარო განხილვის პროცესში გამოჩნდება“, – აცხადებს ქაშაკაშვილმა.