RSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებისიახლეები

adidas-მა მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენები წარადგინა

0
გაზიარება

გერმანულმა კომპანია adidas-მა უკაბელო ყურსასმენები, RPT-02 Sol წარადგინა,რომლის  მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც მოწყობილობის ბატარეის ხანგრძლივობას ზრდის. მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენი Zound Industries-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

გლობალური კომპანია, Zound Industries ბრენდებთან, adidas-თან, Marshall-თან და Urbanears-თან აუდიო ელექტრონულ პროდუქტებს აწარმოებს, რომლის სათაო ოფისიც სტოკჰოლმში მდებარეობს. თავად მზის ბატარეა, Powerfoyle ყურსასმენებისთვის შვედურმა კომპანია Exeger-მა დაამზადა. მას ენერგიის დონის შევსება არა მხოლოდ კაშკაშა მზისგან, არამედ მცირე ხელოვნური განათებითაც შეუძლია.

გაჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროქსელში დასატენად სტანდარტული USB Type-C კონექტორიც აქვს. მწარმოებელი აცხადებს, რომ მუსიკის მოსმენის დროს ყურსასმენების ბატარეის ხანგრძლივობა 80 საათია.

Adidas RPT-02 Sol გაყიდვაში 23 აგვისტოდან ჩაეშვება. ყურსასმენები 229 დოლარი ეღირება.

მანამდე მზისპანელიანი უკაბელო ყურსასმენების მოდელი, Phoenix შვედურმა კომპანია, Urbanista-მაც წარადგინა. ამ მოდელზე მზის პანელი დამტენის კორპუსის წინა მხარეს მდებარეობს, ხოლო თავად ყურსასმენებს მედიაფაილების დაკვრა რვა საათის განმავლობაში შეუძლია. შვედური მოწყობილობის მთლიანი მუშაობის დრო, დამტენის ბაზის გამოყენების გათვალისწინებით, არის 32 საათი. კარგად განათებულ სივრცეში გატარებული ყოველი საათი ყურსასმენების სამუშაო დროს კიდევ 60 წუთით ზრდის.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!