სასიამოვნო სიახლე Tourist card Georgia – ისა და SuccessCard.ge -ს მომხმარებლებისთვის, Admiral Rafting Group – ჯომარდობა ფასანაურში წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) წევრი კომპანია გახდა, შესაბამისად ბარათის მფლობელებს გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ სპეციალურად თქვენზე შეთავაზებული ფასდაკლებებით.
თუ ეძებთ ახალ შეგრძნებებს, ადრენალინს, თავგადასავლებს, ულამაზეს ბუნებას ან მყუდრო გარემოს და თან თბილისთან ახლოს, მაშინ Admiral Rafting Group – ჯომარდობა ფასანაურში სწორედ ეს ადგილია!
Admiral Rafting Group” გთავაზობთ ჯომარდობას მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობაში.
საჯომარდო ბანაკი მდებარეობს თბილისთან ახლოს, დაბა ფასანაურში. ბანაკს შეგიძლიათ ეწვიოთ, როგორც საჯომარდოდ, ასევე განსატვირთად. ბანაკში დაგხვდებათ კომფორტულად მოწყობილი ბარბექიუ სივრცე, მშვიდი და მყუდრო გარემო, შესანიშნავი სარელაქსაციო მუსიკა და რაც მთავარია, ულამაზესი ბუნება.
არაგვზე ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 5 წლის ასაკიდან, მშობლის თანხლებით. საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება ფასანაურში და მიუყვება მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ ჭართალში.მარშრუტი არის მარტივი სირთულის და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.
უსაფრთხოება – Admiral Rafting Group განსაკუთრებულ ყურადღებას სტუმრების უსაფრთხოებას უთმობს, შესაბამისად თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც გასვლის წინ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებთ და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე.