2022 წლის ივნისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 76 052 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის ივნისი 76,208 მგზავრი).
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით. ივნისში, აეროპორტში რეისების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა და აეროპორტი 298 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის ივნისი – 247 რეისი)“, – ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.