eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა.
პროდუქტები, რომლებიც ერთ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- კიტრი – 65.6%;
- კივი -59.6%;
- ნიორი – 45.5%;
- ჭარხალი – 25%;
- მანდარინი – 23.4%;
- ბადრიჯანი -22.2%.
აგვისტოში გაიაფებული პროდუქტები:
- მწვანილი – 42%-ით გაიაფდა;
- კომბოსტო – 44.1%-ით გაიაფდა;
- საზამთრო – 33%-ით გაიაფდა.