ბანკებიRSS კატეგორიადღის სიახლეებისხვა

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის 

0
გაზიარება

ლიბერთიმ საზოგადოებისა და პარტნიორი კომპანიების წინაშე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში და სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მრჩეველთა საბჭო წარადგინა .

ლიბერთიმ გასულ წელს, სტრატეგია ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ წარადგინა, კორპორაციული მდგრადობა კი სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა.

CSR მრჩეველთა საბჭოს მთავარი მიზანია სტრატეგიის აღსრულების პროცესში ჩართულობა და შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელება. საქართველოს საფინანსო სექტორში მსგავსი მოდელი უპრეცედენტოა – საბჭოს წევრები არიან იმ კონკრეტული დარგის ექსპერტები, რომელიც ბანკმა გრძელვადიანი CSR სტრატეგიის მიმართულებად აირჩია.

,,ახალი ლიბერთისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ლიბერთის, როგორც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის, მიზანია იყოს ადამიანებისთვის სასარგებლო და პოზიტიური ცვლილების მომტანი.

ამიტომ ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვირჩევთ განათლებას. ამ კონტექსტში კი, ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება და განათლების ხელშეწყობა ის მიმართულებებია, რომელზეც ლიბერთის მიერ ინიცირებული CSR მრჩეველთა საბჭო აქტიურად იმუშავებს.”- თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

,,ლიბერთი არის პირველი კომპანია ფინანსურ სექტორში, რომელმაც CSR მრჩეველთა საბჭო შექმნა. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა დროულად მოხდეს საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ლიბერთიმ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტები. განათლებაში ინვესტირება და ზოგადად განათლებაზე ზრუნვა ბიზნესის მხრიდან ნამდვილად მისაბაძია.” – ანა არგანაშვილი, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის’ აღმასრულებელი დირექტორი.

,,განათლებაში ჩადებული ყოველი ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და ვფიქრობ, ,,ახალ ლიბერთის” სწორედ განათლების გაძლიერების კუთხით შეუძლია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, როგორც CSR საბჭოს წევრი, ლიბერთის გუნდთან ერთად, მეც არაერთ მნიშვნელოვან და სასარგებლო პროექტში შევიტან წვლილს.”- მაგდა მაღრაძე „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთის CSR მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაა:

o მაგდა მაღრაძე -„ ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

o ანა აბაშიძე -„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი

o ანა არგანაშვილი – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი

o ანა ფაშალიშვილი – გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

o ნინო ჩიხლაძე – ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

o თეა ლეშკაშელი – ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, საოპერაციო დირექტორი

o ხატია ხატიაშვილი – ლიბერთის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი

o თამარ ზაქარიაძე – ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების და CSR მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!