დღის სიახლეებიRSS კატეგორიამომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

„ალდაგი“-ს სიახლე საგზაო გადამზიდველებს

0
გაზიარება

„ალდაგი“ საგზაო გადამზიდველებს სიახლეს სთავაზობს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევა (CMR) უკვე შესაძლებელია. კომპანიის ახალი პროდუქტი ერთეული გადაზიდვისთვის არის განკუთვნილი და წინასწარ განსაზღვრული პირობებით ერთი კონკრეტული გადაზიდვის დაზღვევას გულისხმობს.

საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის ერთჯერადი დაზღვევით სარგებლობა და რისკებისგან დაცვა ნებისმიერ საგზაო გადამზიდავ კომპანიას შეუძლია. ამ პროდუქტის ფარგლებში, ანაზღაურდება ზარალი, რომლის გადახდის ვალდებულება გადამზიდველ კომპანიას CMR კონვენციის შესაბამისად საგზაო გადაზიდვების შესრულების პროცესში ტვირთის ფიზიკური დაზიანების გამო წარმოეშვება. ასევე დაიფარება უშუალოდ კონტეინერის დაზიანება/განადგურება/დაკარგვა.

პროდუქტის უპირატესობა ის არის, რომ პოლისის შეძენა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. პოლისი თითოეულ გადაზიდვას ერთჯერადად ფარავს, პრემია კი შესაძლო ფინანსურ ხარჯებთან შედარებით, რომელიც შეიძლება საგზაო გადამზიდველს დაეკისროს მინიმალურია“- აცხადებენ ალდაგში.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და საერთაშორისო გადამზღვეველი პარტნიორების რეპუტაციით.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!