საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

ამერიკაში, Balenciaga-ს ბუტიკებში გადახდა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი

0
გაზიარება

მოდის კონგლომერატ Kering-ის კუთვნილი ამერიკული ბუტიკ-ბრენდი – Balenciaga, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი ნივთი კრიპტოვალუტით შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კრიპტოვალუტით გადახდა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ნიუ-იორკში, ბრენდის ფლაგმანურ მაღაზიებში და ასევე კომპანიის ვებგვერდზე – balenciaga.com-ზე იქნება შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით, ბრენდი კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობის გაფართოებას სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც გეგმავს. WWD-ის თანახმად, თავდაპირველად Balenciaga-ს ბუტიკები მხოლოდ ორ ვალუტას – ბიტკოინსა და ეთერიუმს მიიღებენ. ეტაპობრივად კი, მათი რაოდენობაც გაიზრდება და მეტად მრავალფეროვანი გახდება.

„Balenciaga კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს, ხოლო ციფრული ვალუტის ღირებულების რყევები ჩვენთვის ახალი არაა და არ გვაშინებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Kering-ის კონგლომერატის კიდევ ორი ბრენდი – Gucci და Tag Heuer, კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას დაიწყებს. კერძოდ, მაისის ბოლოდან, Gucci-ის მაღაზიების მომხმარებლებს ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ატლანტასა და ლას-ვეგასში, ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით გადახდის შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!