აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი 2,9 მლრდ დოლარს გამოყოფს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 2 მლრდ გაიგზავნება USAID-ის ხაზით იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან საკვები პროდუქციის დეფიციტს მიწოდების ჯაჭვის რღვევის გამო და შესაბამისად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
გარდა ამისა, 200 მლნ დოლარი ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხაზით დაიხარჯება აფრიკისა და აზიის ქვეყნებში სასკოლო კვების პროგრამებზე, დამატებით 200 მილიონი კი მიემართება სოფლის მეურნეობის პროექტებზე, რომლის მიზანიც იქნება კლიმატზე ნაკლები ზიანის მიყენება.