დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

0
გაზიარება

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიების შემუშავება და გადაწყვეტილებები – „ანოვას“ დაარსების იდეაც, სწორედ აქედან გაჩნდა – ხელი შეუწყოს ბიზნესებსა და ორგანიზაციებს სწორი მიმართულებით განვითარებაში.

„ანოვა“ 2017 წელს დაარსებული კვლევითი კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ერთი მხრივ, სოციოლოგიური გამოკითხვები, ხოლო მეორე მხრივ – ბაზრის კვლევები და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული კონსალტინგი

კომპანიამ 2017 წლიდან დღემდე აჩვენა სწრაფი განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმიანობა თავიდან მხოლოდ 3 ადამიანით დაიწყო, დღესდღეობით კი კომპანიას ჰყავს ასობით პარტნიორი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე და თანამშრომლების უზარმაზარი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიას მართავს მკვლევრების, მონაცემთა მეცნიერებისა და დარგის ექსპერტების პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მონაცემების გამოსადეგ მიგნებებად გარდაქმნაზე.

„ანოვა“ თავად არის ჩართული კვლევით სფეროში და კარგად ესმის, რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიდა ორგანიზაციულ მოწყობას. კომპანიის მისიაა მონაცემზე დაფუძნებული მიგნებებით დავეხმაროთ ბიზნესს, ორგანიზაციებსა და პოლიტიკის შემქმნელებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და განახორციელონ პოზიტიური სოციალური ცვლილებები.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „ანოვას“ პირველი უმთავრესი ღირებულება სწორედ ის კოლექტივია, რომელიც კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ქმნის მაღალი ხარისხის სერვისებს. ამ ეტაპზე, გუნდი შედგება 11 ძირითადი თანამშრომლისგან, რომლებიც არიან სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის აკადემიური განათლების მქონე პირები, ხოლო პარალელურად ჰყავს ასობით კონტრაქტორი თანამშრომელი, რომელიც მოიცავს რეგიონალურ კოორდინატორებს, ინტერვიუერებსა და დამკვირვებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ანოვამ“ გუნდის სწრაფ განვითარებასთან ერთად, შეძლო შეექმნა კვლევითი სერვისების საკმაოდ ფართო სპექტრი, შესაბამისად,

პარტნიორებს სთავაზობს კვლევითი პროექტების სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებას, მათ შორის, სერვისის მონიტორინგსა და კომპანიებს შორის მასშტაბური სახელფასო კვლევების ჩატარებასაც

დღემდე განხორციელებული ყველა პროექტი თითოეულ პარტნიორ კომპანიასა და ორგანიზაციაში ტოვებს „ანოვას“ მნიშვნელოვან კვალს, რაც ერთ-ერთ უმთავრესი მისიას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წლებია კვლევით სფეროში ამკვიდრებს მაღალ სტანდარტებს, რაც შეუმჩნეველი არ რჩება ისეთი ორგანიზაციებისთვისაც, როგორიცაა USAID, UNICEF, UNWOMEN და სხვა. ჩამოთვლილი ორგანიზაციები და სხვა მსხვილი ბიზნეს კომპანიები წლებია მჭიდროდ თანამშრომლობენ და ენდობიან „ანოვას“ გუნდის კომპეტენციებსა და პროფესიონალიზმს.

სამომავლოდ „ანოვა“ აპირებს საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართოდ განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას, რადგან მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს დღევანდელი სამყაროსთვის. მათ შორის, კვლევითი სფერო კომპანიებსა და ორგანიზაციებს ეხმარება იდენტობის შენარჩუნებასა და თვითგამორკვევის პროცესების დაჩქარებაში. „ანოვა“ მზად არის მსოფლიოში დაჩქარებულ ამ ტრენდებს შესაბამისად აუწყოს ფეხი და უახლოეს წლებში აჩვენოს კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ხარისხი და განვითარება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!