რესტორანების და საცხობების ქსელმა „ანტრე“ ლონდონში მეორე ფილიალი გახსნა.
კომპანიამ აღნიშნული ფილიალის (ბრუტონის N35) გახსნაში 350 000 ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა. დასაქმდა 5 ადამიანი.მიმდინარე წლის ზაფხულში, „ანტრე“ ლონდონშ მესამე ფილიალს გახსნის.
როგორც ცნობილია, ,„ანტრე” საქართველოში 14 ფილიალის მფლობელია.
კომპანიის კვების ობიექტი ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138-შიც არის წარმოდგენილი. „ანტრე“ რამდენიმე რესტორანს ფლობს ბაქოშიც.