აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით, კლიმატის ცვლილების ფონზე მომგებიანი გამოსავალია. ისინი, როგორც წესი, სიცხისა და ექსტრემალური ტემპერატურის, ასევე, პლანტაციების დატბორვის ფონზე ბანანის სწრაფი სიმწიფის გამო ზარალს განიცდიან.
წარმოებისთვის გადამწიფებულ ბანანთან ერთად გამოიყენება, ქიშმიში, შაქარი, საფუარი და ლიმონი, ღვინოს კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აყენებენ. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 13%-ია, ხოლო ღვინის ფერი ღია ყვითელიდან ღრმა ქარვისფერს შორის ვარირებს და ოდნავ ტკბილი ხილის გემო აქვს, რასაც ლიმნისა და ბანანის არომატი დაჰკრავს.
BBC-ის ცნობით, სასმელი ადგილობრივ ბაზრებზე უკვე საკმაოდ პოპულარულია. მალანის დედაქალაქ ლილონეგვესა და უდიდეს ქალაქ ბლანტაირში ბანანის ღვინის ბოთლი 3 დოლარად იყიდება.
ამჟამად Twitule თვეში 20-დან 50 ლიტრამდე ღვინოს აწარმოებს. სამომავლოდ კომპანია გაფართოებასა და ექსპორტს გეგმავს.
„ჩვენ მეტი ღვინის წარმოება და ამ მცირე საწარმოდან ქარხანაში გადასვლა გვსურს,“ – ამბობს კოოპერატივის ფერმერი ემილი ნკხანა.