დღის სიახლეებისიახლეები

აპრილში საგარეო ვალი შემცირდა

0
გაზიარება

ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მთლიანი ვალი 8.67 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც მარტთან შედარებით 45 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, წინა წელთან შედარებით სახელმწიფო ვალი გაზრდილია 124 მილიონი დოლარით, რაც საქართველოს მიერ ახალი ვალების აღებით არის განპირობებული. სტატისტიკის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ყველაზე მეტად 109 მილიონი დოლარით გაზარდა ვალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წინაშე, რომელიც არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ყველაზე მსხვილი დონორი საფინანსო ინსტიტუტია.

საქართველო საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იღებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე ჩრდილოეთი სამხრეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი. საერთაშორისო დონორები თანხებს, ასევე გამოყოფენ ქვეყნის რეგიონული განვითარების პროექტების, და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიმართულებითაც.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა 2024 წლის აპრილის მდგომარეობით:

კრედიტორი ვალის მოცულობა აშშ დოლარში
ADB 2,232,080,000
მსოფლიო ბანკი 2,070,087,000
EIB 1,106,599,000
საფრანგეთი (AFD) 759,948,000
გერმანია (KFW) 616,406,000
საქართველოს ევრობონდი 500,000,000
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ 394,720,000
EBRD 222,143,000
AIIB 209,009,000
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ 193,736,000
EU 142,551,000
იაპონია 124,536,000
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი 36,303,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 15,005,000
ავსტრია 12,186,000
რუსეთი 11,618,000
ქუვეითი 10,959,000
ამერიკის შეერთებული შტატები 8,191,000
თურქეთი 3,310,000
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია 1,924,000
ყაზახეთი 1,849,000
აზერბაიჯანი 1,700,000
სომხეთი 1,499,000
ირანი 1,240,000

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!