სპორტიRSS კატეგორიადღის სიახლეები

არემჯი მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

0
გაზიარება

კომპანია არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას.

კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა.

„2022 წლის მთავარი გეგმა ზაფხულში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატების მიღწევაა, რისთვისაც მთელი მონდომებით ვემზადები. ამ ეტაპზე ვვარჯიშობ საფრანგეთში, ერთ ერთ უძლიერეს მწვრთნელთან კრისტიან ბაუერთან, რომელიც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ვფიქრობ ეს ყველაფერი აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს. წლის დასაწყისში ჩვენი თანამშრომლობა არემჯისთან დიდი წარმატებით დაიწყო, მსოფლიო თასზე კომპანიის მხარდაჭერით ოქროს მედალი მოვიპოვე. ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო სტარტი და ძალიან ვეცდები, რომ ეს წელი ასეთივე წარმატებებით გავაგრძელო.“ – აღნიშნა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელშეწყობა არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში, მათ განვითარებასა და მსოფლიო დონეზე ღირსეულად წარმოჩენაში.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!