ბიზნესიდღის სიახლეები

„არქი“ ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა

0
გაზიარება

25 ივნისს, „არქის“, როგორც ლიდერ დეველოპერ კომპანიას, ოქროს ბრენდის ჯილდო გადაეცა Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე. ოქროს ბრენდი საქართველოში ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს ჯილდოს წარმოადგენს, რომლის გამარჯვებულიც მომხმარებლისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად ვლინდება.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს „არქი“ ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, მომხმარებლის კმაყოფილებაა, რისთვისაც მუდმივად ვცდილობთ, რომ მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ის ფაქტი, რომ დღეს „არქი“ ნომერ პირველ ბრენდად დაასახელეს, როგორც მომხარებელმა, ასევე ექსპერტებმა ჩვენთვის ძალიან დასაფასებელი და მოტივაციის მომცემია”, – აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

„არქი“ საქართველოში ლიდერი დეველოპერი კომპანიაა, რომელსაც 16 წლიანი გამოცდილება აქვს. არქელების დიდი ოჯახი ამ ეტაპზე 20 000-ზე მეტ წევრს ითვლის. კომპანიას 38 დასრულებული და 19 მიმდინარე პროექტი აქვს, როგორც თბილისის ყველა უბანში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. „არქის“ მთავარი ღირებულება, არქელებზე ზრუნვა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა. შედეგად, „არქის“ გუნდის თითოეული წევრი თავდაუზოგავად შრომობს მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზების შესაქმნელად.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!