მეღვინეობაRSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეებისხვა

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას COLANGELO & PARTNERS-ი უხელმძღვანელებს

0
გაზიარება

სახელმწიფოს მხრიდან,   აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერა აქტიურად გაგრძელდება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Colangelo & Partners“ უხელმძღვანელებს.

ბიზნეს პარტნიორის ინფორმაციით, „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 14 წელზე მეტია ოპერირებს.

2022 წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის  და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია მედია საშუალებებთან აქტიური კომუნიკაცია, სემინარები, ვებინარები, სასწავლო ღონისძიებები, გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობები.

ღვინის მოხმარების ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აგემოვნებს მას,  განსაკუთრებული პოპულარობით  ქვევრის ღვინო სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!