BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში მექსიკიდან აშშ-ში 10 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება ტეხასის ქალაქ ელ-პასოშია, სადაც შესვლას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ცდილობს. ამასთან, მიგრანტების უმეტესობას აშშ-ში ახლობლები არ ჰყავს, ამიტომაც დარჩენა ხშირად პირდაპირ ქუჩაში უწევთ.
შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. მისი თქმით, სიტუაცია ქაოტური გახდა, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.