დღის სიახლეებიპარტნირებისიახლეები

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

0
გაზიარება

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის გარდა „ასტრომანი“ წარმოადგენს შემეცნებით სივრცეს, სადაც მუდმივად იდება საოცარი ფაქტები სამყაროდან, სიახლეები მეცნიერული მიღწევებისა თუ მომავალი სარაკეტო მისიების შესახებ.

 „ასტრომანი“-ს დამფუძნებელი რეზი მოდებაძე:

ყველაფერი დაიწყო 2019 წელს, როდესაც გავაკეთე შემეცნებითი ფეისბუქგვერდი, სადაც ვაზიარებდი ვიდეოებს და ფოტოებს ჩვენი სამყაროდან. ვცდილობდი მოკლე სტატიებში მაქსიმალური ინფორმაცია ჩამეტია, რათა მკითხველის ინტერესი და მოლოდინები გამართლებულიყო. გვერდმა საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და გამომწერები სულ უფრო აქტიურად ითხოვდნენ პლანეტების სანათებს. კომენტარებში დებდნენ სატურნის, მთვარის, დედამიწის სანათების ფოტოებს და კითხულობდნენ, ასეთები გვქონდა თუ არა გაყიდვაში. თავიდან ვერც ვიფიქრებდი, რომ ასტრონომიის სფეროზე მსგავსი მოთხოვნა იქნებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც განვითარებული და პოპულარული არ არის ეს თემა, ამიტომ სატესტოდ მხოლოდ რამდენიმე პლანეტის სანათი ჩამოვიტანე და დავდე გვერდზე. დღის ბოლოს უკვე არცერთი აღარ იყო დარჩენილი. ამ ყველაფერმა მიბიძგა მეტი მემუშავა, შემდეგ იყო ხანგრძლივი პროცესი, სანდო მომწოდებლების მოძიებისა და პროდუქციის გამრავალფეროვნებისა, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. 4 თანამშრომელი და 230-ზე მეტი დასახელების ნივთი ყოველდღიურად ახარებს ჩვენს მომხმარებლებს.

ჩვენს მაღაზიაში კოსმოსის თემატიკის პროდუქციის ფართო არჩევანია. სანათები, განათებები, ტელესკოპები და ბინოკლები, საბავშვო სათამაშოები, საათები, ბლოკნოტები, ვარსკვლავური რუკები, ბალიშები, ჭიქები, სასკოლო ჩანთები, აქსესუარები და სხვ.

ძირითადი პროდუქცია არის იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო მცირე ნაწილს ადგილზე ვამზადებთ. ჩვენი ახალი კამპანიის MADE IN GEORGIA-ს ფარგლებში, აქტიურად ვეძებთ საქართველოში დამზადებულ ნივთებს, რომლებიც რაიმე დეტალით იქნება დაკავშირებული ჩვენს ნიშასთან და ვეხმარებით განათავსონ ჩვენს პლატფორმაზე, ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

რაც შეეხება ფასის დიაპაზონს, ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლებს, გვაქვს ბიუჯეტურიც და ძვირიანი ნივთებიც, რა თქმა უნდა, ხარისხის მიხედვით

„ასტრომანში“ შეძენილ ნებისმიერ საჩუქარს მოჰყვება გარანტიაც შეცვლის, შეკეთების ან დაბრუნების სერვისით, რაც ხელს უწყობს ჩვენ მიმართ ნდობისა და ერთგულების გაზრდას

ჩვენი მომხმარებლები არიან დედები, რომლებსაც სურთ, თავიანთი პატარები კოსმოსური სათამაშოებით გაახარონ. შეყვარებულები, რომლებიც ცდილობენ საყვარელ ადამიანს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთონ. უბრალოდ, კოსმოსზე შეყვარებული ადამიანები, ვინც თავიანთ სივრცეს პლანეტებითა და ვარსკვლავებით აფორმებენ. ასევე კომერციული ორგანიზაციები: სასტუმროები, სასწავლო დააწესებულები, კაფე-ბარები, რომლებსაც განსხვავებული გარემოს შექმნა უნდათ თავიანთი კლიენტებისთვის. ძალიან ხშირად ვიღებთ მადლობის წერილებს. მშობლები გვიგზავნიან ხოლმე ვიდეოებს, თუ როგორ ხსნიან პატარები ჩვენს საჩუქრებს, მათი სიხარულის დანახვა ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა ამ საქმის კეთებისას. რა თქმა უნდა, გვყოლია უკმაყოფილო კლიენტებიც, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ ჰქონდათ კარგი გამოცდილება ჩვენს კომპანიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი გვეხმარება გაზრდასა და სერვისის თუ პროდუქციის ხარისხის დახვეწაში.

„ასტრომანის“  პროდუქციის ხილვა შესაძლებელია საიტზე: www.astroman.ge, ასევე ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ონლაინ. მიტანის დრო თბილისში 2 სამუშაო დღეა, რეგიონებში კი 3-4 დღე. მიწოდება ხორციელდება, ასევე დაჩქარებული სერვისიც, 1 დღეში მიტანით.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა ჩვენი პროდუქცია და სერვისი გავაფართოოთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ადგილობრივ მხატვრებსა და დიზაინერებთან თანამშრომლობას, რათა უფრო უნიკალური და ექსკლუზიური კოსმოსური თემატიკის ნივთები შევქმნათ, რა თქმა უნდა, საქართველოში დამზადებული. გარდა ამისა, ვაპირებთ ვუმასპინძლოთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ვორქშოფებს. ზაფხული მოდის და ტელესკოპით ღამის ცაზე დაკვირვება უფრო აქტუალური ხდება. ვაპირებთ მოვაწყოთ გასვლითი ღონისძიებები, სადაც ჩვენს გამომწერებს საშუალება ექნებათ, მძლავრი ტელესკოპით დააკვირდნენ ციურ სხეულებს. ამ ყველაფრის მიზანია, საზოგადოებას ასტრონომიისა და კოსმოსის მიმართ ჩვენი სიყვარული გავუზიაროთ.

„ასტრომანის“  შოურუმი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ვაკე, ლევან მიქელაძის 17. სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-დან 18:00 სთ-მდე

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!