დღის სიახლეებისიახლეები

აუზით ერთჯერადად სარგებლობის ფასები თბილისსა და შემოგარენში

0
გაზიარება

აუზით სარგებლობის ფასები განსხვავდება მომსახურების სერვისებიდან, ადგილმდებარეობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ერთჯერადი სარგებლობის ფასი 15 ლარიდან იწყება და 80-100 ლარამდეც კი ადის.

“ჯინოში” სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) სრული დღე 69 ლარი ღირს, 17:00 საათიდან – 49 ლარი. შაბათ-კვირას კი მთლიანი დღის საფასური 79 ლარია, 17:00 საათიდან – 59 ლარი.

ბევრად იაფია, პატარა და თბილისის გარეუბნებში მდებარე აუზის ფასები, თეთრი ტბის აუზით (გლდანში) სარგებლობა მომხმარებელს 15 ლარადაც შეუძლია.

“თბილისის ზღვის კლუბში” ფასები სამუშაო კვირის დღეებში 35 ლარია, ხოლო შაბათ კვირას 40 ლარი.

“ვაკის საცურაო აუზით” ერჯერადად სარგებლობა 80 ლარს ღირს.

“ვილა მოსავალში” (ნატახტარში) ორშაბათი-პარასკევი აუზის ღირებულება 50 ლარია, შაბათ-კვირას – 80 ლარი. მომსახურებაში შედის პირსახოცის, შეზლონგის, ცხელი ჯაკუზის მომსახურება და ორი ტიპის საუნა.

ბაზალეთზე აუზით სარგებლობა საშუალოდ ორშაბათი-პარასკევი – 30 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას 35 ლარი ჯდება.

ნატახტარში მდებარე სასტუმროს ტიპის კომპლექსის „ემოცია“ აუზის სერვისი კვირის სამუშაო დღეებში 40 ლარი ღირს, 5 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო, 5 წლიდან 15 წლამდე კი – 20 ლარი. სეზონს ობიექტი 21 ივნისიდან გახსნის და შაბათ-კვირის ფასი მოგვიანებით იქნება ცნობილი, თუმცა, სამუშაო დღეების ფასს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!