შპს „ეი-პი-ესი“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ გვერდით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
მერიაში უკვე შეტანილია, განცხადება, რომლის თანახმადაც საპროექტო შენობა იქნება ორი მიწისქვეშა და 3 მიწისზედა სართულისგან.
„-2 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 93 ავტომანქანაზე, მათ შორის ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის. ავტოსადგომში მოხვედრა შესაძლებელია შიგა ეზოს მხრიდან სამანქანო პანდუსით. -1 სართულზე განთავსებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობის მაღაზიები.
რაც შეეხება მიწისზედა სივრცეებს, შენობის მიწისპირა და პირველი სართული დაეთმობა სავაჭრო, ხოლო მეორე სართული საოფისე სივრცეებს. წყლის რეზერვუარის და სახანძრო ტუმბოს ოთახი მდებარეობს -2 სართულზე,“- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.