დღის სიახლეებისიახლეები

ახალი რეგულაციები ტურისტული მომსახურების სფეროში

0
გაზიარება

კანონპროექტით ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება.

კანონპროექტის თანახმად, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. კერძოდ, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება.
კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის  25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.
ტურიზმის სექტორს კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდათ, რომელსაც განხილვების დროსაც აფიქსირებდნენ, მაგალითად, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამყვანი ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ნაროუშვილის თქმით, ფინანსური უზრუნველყოფისა და საბანკო გარანტიების წარდგენის ვალდებულება ბიზნესისთვის მძიმე წნეხია. ნაროუშვილი აცხადებს, რომ პროცესში უნდა გაჩნდეს მესამე პირის პასუხისმგებლობაც, რადგან ტურის დაგეგმვის პროცესში ტურისტული კომპანიის გარდა, სხვა ბიზნესებიც არიან ჩართული და პასუხისმგებლობა გადასანაწილებელია. 
 საქართველოს ტურისტული გილდიის აღმასრულებელი დირექტორი და სერტიფიცირებული გიდის ნატალია ნონიკაშვილის შეფასებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტი დარგის წარმომადგენლების ინტერესებს არ იცავს. ნონიკაშვილი თვლის, რომ დარგის მარეგულირებელი დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მაშინ როდესაც კანონი სუბიექტებს შორის ურთიერთობას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა არეგულირებდეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ტურიზმის შესახებ კანონი მოიცავს, გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირებაა. კანონპროექტში გათვალისწინებულია დამატებითი სტიმულები სერტიფიცირებული გიდებისთვის. მაგალითად, ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!