„ბალენსიაგას“ ქალის ჩექმის ფორმის როდეოს ჩანთა 2 600 დოლარი ეღირება, ხოლო ფეხსაცმლის შესანახი ყუთი 1000 დოლარი
ბალენსიაგას“, რომელმაც უახლესი კოლექცია თავის ოფიციალურ საიტზე ამ დღეებში დააანონსა, კიდევ ერთხელ მიენიჭა არაორდინალური ბრენდის წოდება. მის უახლეს პროდუქციას შორის შეგხვდებათ: ქალის ჩექმის ფორმის როდეოს ჩანთა, რომლის ფასიც უკვე ცნობილია და ის 2 600 დოლარი ეღირება.
2025 წლის გაზაფხულზე გაყიდვაში გამოდის ასევე ფეხსაცმლის შესანახი ყუთი, რომელზეც მომხმარებლები წერენ, რომ ყუთში არსებული ჰაერის შეძენა 1000 დოლარად არის შესაძლებელი.
ასევე ქალის ჩანთა
გაყიდვაში გამოდის პერანგის ფორმის მხრის ჩანთაც და ჩექმა, რომელსაც 18-სანტიმეტრიანი სიმაღლის ძირი აქვს, ასევე მამაკაცის ფეხსაცმლის ფორმის ქლატჩი და ა.შ.