ქართული წარმოებაRSS კატეგორიადღის სიახლეებიეკონომიკასხვაფინანსები

“ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოების პროცესს აჩერებს

0
გაზიარება

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი აცხადებს.

სექტორი რთული მდგომარეობის წინაშე, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა მცურავმა საბაჟო გადასახადმა დააყენა, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდია. ბიძინაშვილის თქმით, წარმოების გაჩერების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობის 70%-ით შემცირება მოხდება.

„საკმაოდ დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრებს ვმართავთ. იქნება ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფაქტია, შედეგი აქამდე არ დადგა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს. მაისი ბოლოდ გაჩერდება წარმოება და მოგვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენი დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული, ალბათ, 70%-ით შევამცირებთ დასაქმებულთა რაოდენობას. ამის შემდეგ, როგორი იქნება ვითარება იმის მიხედვით გადავეწყობით, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება შევინარჩუნოთ, ძალიან მიზერული ოდენობით“, – განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლადო ბიძინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!