დღის სიახლეებივაჭრობის სფეროკვებამარკეტინგი და გაყიდვებიმთავარი ამბებისაინტერესო სიახლეები

“ბარაქას”-ზეთის იმპორტი სხვა ქვეყნიდან სურს

0
გაზიარება

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ზეთ “ბარაქას” მწარმოებელ კომპანია “ალფაში” რუსეთის გარდა, მზესუმზირის ზეთის იმპორტის განსახორციელებლად სამხრეთ ამერიკის ბაზრებსაც განიხილავენ. კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი დავით კირვალიძე აცხადებს, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით საიმპორტო ბაზრად ისეთ ქვეყანას განიხილავს, როგორიც არგენტინაა.

დავით კირვალიძის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ზეთზე ფასები იზრდებოდა, თუმცა ახლა ლარი დოლართან მიმართებით გამყარებულია, რაც კომპანიას ფასების შენარჩუნებაში ხელს უწყობს.

“რომ არა კურსის სტაბილურობა ზეთზე ფასი 10-15%-ით კიდევ მოიმატებდა. ჩვენი ვარაუდით, რუსეთში ზეთზე ფასები ივნისში კიდევ მოიმატებს, ხოლო “ბარაქას” ზეთზე ფასის მომატება-არმომატების საკითხი სწორედ ლარის კურსზე იქნება დამოკიდებული. “ბარაქას” ზეთზე ფასები მიმდინარე წლის მარტამდე 6 ლარის 6.50 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე 7 ლარის და 9.50 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია რუსეთიდან თვეში 300 ტონა ზეთს იღებს,” – აღნიშნა კირვალიძემ.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!