RSS კატეგორიაბიზნესიგანათლებადიზაინიპარტნირები

ბარნოვი – უნიკალური ხელნაკეთი აქსესუარები

0
გაზიარება

ბრენდი „ბარნოვი“ ხელნაკეთ აქსესუარებს: ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ქმნის. კერძოდ კი „ბარნოვი“ მომხმარებელს  თმის აქსესუარებს, სამკაულებს, ბროშებს, ტანსაცმელს,ტყავის ჩანთებს, ქამრებსა და საფულეებს სთავაზობს. აქსესუარები გამოირჩევა ხარისხითა და დიზაინით. ბრენდი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს უცხო და უნიკალური სტილი  და მომხმარებელს განსხვავებული და გამორჩეული სტილის პროდუქცია შესთავაზოს.

ბრენდი ბარნოვი ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს: ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. კერძოდ: თმის აქსესუარები, სამკაულები, ბროშები, ტანსაცმელი,ტყავის ჩანთები, ქამრები, საფულეები.ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ მაღაზია, საახალწლოდ და სააღდგომო დღესასწაულის დროს გამოფენა-გაყიდვა იმართება სითი მოლში. ასევე გამოფენა-გაყიდვებზე ქვეყნის მასშტაბით ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა, პირველ რიგში ხარისხით, დიზაინით, (ტამბურული ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური სახეობის – ლუნევილური ქარგვით შესრულებული დეტალები და ბრაზილიური ნაქარგით შესრულებული)განსხვავებულ და გამორჩეულ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს, ყოველთვის ვცდილობთ არ განმეორდეს დიზაინი, იყოს უცხო და უნიკალური. ჩემი ბიზნესი გრანტით გავაფართოვე, გავაკეთე სახელოსნო, რომელიც მაღალმთიან სოფელში მაქვს, ვარ მეწარმეობის ტრენერი და პროფესიული მასწავლებელი. დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს შევასწავლო ახალგაზრდებს, მარტოხელა დედებს და უბრალოდ ყველას ვისაც აქვს სოფელში ეზიაროს სიახლეს, განავითაროს საკუთარი თავი და იყოს მეწარმე – ამისთვის მუდმივად ვმუშაობ. ასევე ვაწარმოებ საოჯახო ღვინოს და მაქვს საოჯახო სასტუმრო. ხშირი სტუმრები მყავს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარედან დეგუსტაციაზე, ლაშქრობებსა და სახელოსნოში მასტერკლასებზე. ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია- კომლში, ახალგაზრდების, თემის განვითარებაზე“ – რუსუდან ბარნოვი

ბარნოვის პროდუქციის შეძენა ონლაინ არხების საშუალებით არის შესაძლებელი: Facebook, Instagram, Etsy.com

  სტატიის ავტორი : მარეხ ჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!