დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

ბაზისბანკი პირველ ადგილზეა ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით

0
გაზიარება

ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 2022 წლის 8 თვის შედეგებით 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს. ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ბაზისბანკი ქართულ ბანკებს შორის პირველ ადგილს იკავებს იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპით, ხოლო მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

“მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ – აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტირი, გიორგი გაბუნია.

8 თვის შედეგებით, ზრდა ასევე დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ბანკის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წლის 1 აპრილიდან, ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.4%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 15.2% შეადგინა. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!