ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.
2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 324 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2021 წელთან შედარებით გამსხვილდა 68%-ით და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს.
ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.